ევა ბარბაქაძე „ინსტაგრამის“ ექაუნთიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაქრა, მაგრამ ახლა ისევ დაბრუნდა. დაბრუნების თანმდევი იყო მისი ახალი იმიჯიც. ევამ სტილშიც შეიტანა გარკვეული კორექტივები და მის ჩაცმულობაში ახლა მეტი კლასიკური დეტალია.
გოგონამ გადაწყვიტა, თმა ღია ფრად შეეღება, რამაც მისი გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
გულშემატკივრები უწონებენ ევას საქციელს და ამბობენ, რომ ასე გაცილებით ლამაზად გამოიყურება.
ახალ სეზონს განახლებული ვარცხნილობით ბევრი ქალბატონი შეხვდა.
ამ სეზონზე, ღია ტონების პარალელურად, შოკოლადისფერიც მოთხოვნადია. თქვენ როგორი ფერის თმას ანიჭებთ უპირატესობას?