ნახეთ, რამხელა ასაკობრივი სხვაობაა ჰოლივუდის ცნობილ წყვილებს შორის

ნახეთ, რამხელა ასაკობრივი სხვაობაა ჰოლივუდის ცნობილ წყვილებს შორის
ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ, ასაკი მხოლოდ ციფრებიაო. ეს მართლაც ასეა, სიყვარულმა დრო, ასაკი და მანძილი არ იცის. თუ გიყვარს, მაშინ ყველაფერი სხვა უმნიშვნელო ხდება. ჰოლივუდის ცნობილ წყვილებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ასაკი სიყვარულს ხელს ვერასდროს შეუშლის.

ნახეთ, რამხელა ასაკობრივი სხვაობაა ჰოლივუდის ცნობილ წყვილებს შორის


პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი


ამერიკელ მომღერალ ნიკ ჯონასისა და პრიანკა ჩოპრას ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნიკი პრიანკაზე 10 წლით პატარაა და ეს მათ ურთიერთობას სულაც არ უშლის
ხელს.

კამერონ დიაზი და ბენჯი მადენი


გენიალური კამერონ დიაზი თავის მეუღლეზე 7 წლით დიდია. წყვილი 2015 წლიდან არის ქორწინებაში და მათ შორის სხვაობა არც ვიზუალურად და არც ურთიერთობაში არ იგრძნობა.

ლიზა ბინეტი და ჯეისონ მამოა


ჰოლივუში ლიზა ბინეტსა და ჯეისონ მამოას ყველა იცნობს, მათი სიყვარულიც საქვეყნოდ ცნობილია. ლიზა ჯეისონზე 12 წლით დიდია, არადა, ჯეისონის აღნაგობის გამო მათ შორის სხვაობას საერთოდ ვერ შეატყობთ.

შაკირა და ჯერარდ პიკე


ესპანელი ფეხბურთელი პიკე თავის უმშვენიერეს მეუღლეზე 10 წლით პატარაა. მათ ამის გამო პრობლემა არასდროს შექმნიათ.

დებორა ლი და ჰიუ ჯეკმანი


ავსტრალიელი მსახიობი დებორა ლი თავის მეორე ნახევარზე 13 წლით დიდია. დებორა ახლა 64 წლისაა, ჰიუ კი - 51-ის. 13 წელი მართლაც რომ დიდი დროა, თუმცა ეს წყვილს სიყვარულში ხელს არ უშლის.

წყარო:www.thethings.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93