ჰოლივუდის იდეალური წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოლივუდის იდეალური წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები ადამიანებზე ბევრ რამეს გვეუბნებიან. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა უყვარს ჩვენს პარტნიორს, როგორი ფიქრები და სურვილები აქვს და რამდენად კარგი და ძლიერი მეგობრობა შეუძლია მას. ზოდიაქო ადამიანის ბოლომდე გაცნობის საშუალებას გვაძლევს და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჰოლივუდში ბევრი იდეალური წყვილია, თუმცა ზოდიაქოს ნიშნითაც შეუდარებელი - სულ ცოტა.

ნახეთ ჰოლივუდის იდეალური წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რეპერი კანიე უესტი ზოდიაქოს მიხედვით სასწორია, მისი მეუღლე კიმ კარდაშიანი კი - ტყუპები. წყვილი უკვე წლებია იდეალურად ეწყობა ერთმანეთს. კიმსა და კანიეს საერთო

ინტერესები და სურვილები აქვთ. ზოდიაქოს ეს წყვილი მართლაც იდეალური კომბინაციაა.




ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი ზოდიაქოთი კუროა, მისი მეორე ნახევარი ზეინი კი - თხის რქა. წყვილი საოცრად  უგებს ერთმანეთს და მათ სიყვარულს ახლა 
პირველი შვილიც შეემატა. ჯიჯი და ზეინი უპრობლემოდ ეწყობიან ერთმანეთს.





ჯასტინ თიმბერლეიქი ზოდიაქოთი მერწყულია, ხოლო ჯესიკა ბილი - თევზები.  წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთადაა. ისინი იდეალურად ეწყობიან
ერთმანეთს. ბილი ნამდვილი თევზებია. ურთიერთობაში ის გამგები, მომთმები და  უპრობლემოა. რაც შეეხება ჯასტინს, ის წრფელი მერწყულია, რადგან დამოუკიდებლობა და ხალხში ტრიალი მისი საქმეა. 



ჯენიფერ ლოპესი და მისი მეუღლე ალექს როდრიგესი ზოდიაქოთი ლომები არიან, რაც მოგეხსენებათ, ურთულესი შემთხვევაა. ჯენიფერისა და ალექსის ურთიერთობა იმას ამტკიცებს, რომ ლომებს ყველაფერი შეუძლიათ და დაბრკოლებები მათთვის არ არსებობს. 



ბლეიქ ლაივლი ზოდიაქოთი ქალწულია, რაიან რეინოლდსი კი მორიელია. ისინი ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილებს შორის შედიან და როგორ ჩანს, მათი ზოდიაქოებიც იდეალურად ეწყობა ერთმანეთს. ქალწული მგრძნობიარე და კეთილია,  მორიელი კი ჯიუტი და მედიდურია. ცუდი და კარგი თვისებების მიუხედავად, წყვილი უკვე წლებია სტაბილურად და ბედნიერად ცხოვრობს. 

წყარო:www.thethings.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93