ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი მაია ასათიანი უკვე წლებია უცვლელად ჩანს ტელეეკრანებზე. სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებულ კარიერას ჟურნალისტი დღემდე აგრძელებს და ის მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. დიდი ტრაგედიისა და მის მიმართ აგორებული ჭორების მიუხედავად, ასათიანი კარიერას უძღვება და იმიჯსაც ხშირად იცვლის.
ნახეთ მაია ასათიანის სტილის ევოლუცია
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ახლა ასე გამოიყურება. მან ქერა თმა და ახალი სტილი მოირგო, თუმცა აქამდე ჟურნალისტის არაერთი გარდასახვა გვინახავს
მაიამ კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, ახალგაზრდა ჟურნალისტი "საყმაწვილო ტელევიზიაში" მოხვდა., საზოგადოებამ ის გადაცემა "ალიონიდან" გაიცნო.
ერთი პერიოდი მაია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი იყო. შემდეგ "დროებაში" გადავიდა და ბოლოს საავტორო გადაცემა "პროფილიც" გაეშვა ეთერში.
ტელეწამყვანი შავი ფერის თმას დიდხანს ატარებდა და თითქმის ერთი იმიჯით წლები იყო, თუმცა ვარცხნილობას ხშირად იცვლიდა.
ეს სურათი სოციალურ სივრცეში "პროფილის" პირველი გადაცემის ჩაწერის შემდეგ გავრცელდა, აქ მაიას შავი თმა და სრულიად სხვა სტილი ჰქონდა.