მოდელი თამო ვაშალომიძე და მისი რჩეული ბიჭის დაბადებას მოუთმენლად ელიან.
თამო გამომწერებს ახალ ფოტოებს ხშრად უზიარებს და ცდილობს, რომ ეს ყოველივე ესთეტიური და ლამაზი იყოს..
დიდი მუცლის მიუხედავად, თავის საქმიანობასაც არ ივიწყებს - გადაღებებზე დადის და აქტიურად ემზადება მეორე ბავშვის დაბადებისთვის.
როგორც იცით, თამოს უკვე ჰყავს შვილი, მის გოგონას სოფია ჰქვია, რომლის მიმართაც გამომწერები გულთბილ სიტყვებს არ იშურებენ.
მოდელი მისთვის ძვირფას მამაკაცთან ერთად ბედნიერია და მის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდია.