ჯიჯი ჰადიდმა შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა

ჯიჯი ჰადიდმა შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა
ამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა თავისი და ზეინ მალიკის შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა. მოდელმა სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და სოციალური ქსელით საზოგადოებას პატარა გოგონას დაბადება ამცნო. ჰელოუინის დღესასწაული კი ჰადიდმა და მალეკმა პატარა გოგონასთან ერთად აღნიშნეს და სპეციალურ სამოსში გამოწყობილებმა "ინსტაგრამზე" სთორი დადეს.



ზეინი და ჯიჯი ბავშვის სახეს  მალავენ, თუმცა  საზოგადოება, იმედია, მალე მას უკეთ გაიცნობს.


ჯიჯიმ ფოტოს წარწერა დაურთო: "ჩემი პირველი ჰელოუინი". როგორც სურათიდან ჩანს, პატარა გოგონას ქერა თმები აქვს და ჰოლივუდში ვარაუდობენ, რომ ის

დედასავით უმშვენიერესი იქნება. 

ბავშვის დაბადების დღეს ზეინმა და ჯიჯიმ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელეს, გოგონას დაბადებამ წყვილი ძალიან გააბედნიერა. ჰოლივუდში მათ სიყვარულსა და ბედნიერებას ბევრი იზიარებს და პატარა გოგონას პირველი გამოჩენაც ამერიკაში მაშინვე აიტაცეს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93