"ეს რომანი განწირული იყო": ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს დაშორდა

"ეს რომანი განწირული იყო": ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს დაშორდა
მანამ, სანამ მსოფლიო იზოლაციას და კორონავირუსს ებრძვის, ბრედ პიტს დრო არ დაუკარგავს და პირადი ცხოვრების აწყობით იყო დაკავებული - 56 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი 27 წლის მოდელთან, ნიკოლ პოტურალსკისთან ურთიერთობდა, თუმცა, როგორც ინსაიდერები იუწყებიან, მათმა ურთიერთობამ რამდენიმე თვეს გასტანა და უკვე დაშორებაც მოასწრეს.

გარშემომყოფები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს რომანი ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. მათი აზრით, ამას თვითონ პიტიც აანალიზებდა: "მათი რომანი თავიდანვე განწირული იყო, ის არასდროს იყო სერიოზული. ბრედი რეალისტია, ნიკოლი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო
ბრედს რთული ოჯახური მდგომარეობა აქვს, რომლის გარკვევასაც დღემდე ცდილობს"
- განაცხადა ინსაიდერმა.

ზოგიერთების მოსაზრებით, მსახიობი დღემდე შეყვარებულია ნიკოლზე, რომელიც დაქორწინებულია 68 წლის ბიზნესმენზე, როლანდ მერიზე.
დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პოტურალსკიმ სოციალურ ქსელში თამამი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "კიდევ ცოტა ხანს დაიცადე..." გამომწერები მიიჩნევენ, რომ ის ასე პიტს მიმართავს საჯაროდ, ნაწილი კი თვლის, რომ ეს ინტრიგის გამო გააკეთა და ყურადღების მოსაზიდად იყო გათვლილი.

წყარო: loveradio
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93