"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლების გამოც ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლების გამოც ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს
რე­ა­ლი­თი-შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი და კარ­და­ში­ა­ნე­ბის ოჯა­ხის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კიმ კარ­და­ში­ა­ნი 40 წლის გახ­და. მისი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა კი ბოლო დღე­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია არა მხო­ლოდ ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის, არა­მედ ისე­თი გა­მო­ცე­მე­ბის­თვი­საც კი, რო­გო­რიც ბრი­ტა­ნუ­ლი "გარ­დი­ა­ნია“.

საქ­მე ისაა, რომ კიმ­მა პან­დე­მი­ის დროს, მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ და არა­ერ­თი შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, კერ­ძო კუნ­ძულ­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო, შემ­დეგ წვე­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მას "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა“ აქვს.

“40 წლის ვარ და აქამ­დე ერთი
დღეც კი არ ყო­ფი­ლა, რომ მად­ლი­ე­რი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახლა, როცა ყვე­ლას გვახ­სენ­დე­ბა, თუ რა არის ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. წელს ჩემი და­ბა­დე­ბის დღის გა­ტა­რე­ბის უკე­თეს გზას ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი, თუ არა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ის იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ის ქალი, რო­გო­რიც დღეს ვარ.

კო­ვი­დამ­დე არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს და­ე­ფა­სე­ბი­ნა, რას ნიშ­ნავს გქონ­დეს მოგ­ზა­უ­რო­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ორი კვი­რის წინ ყვე­ლას ვთხო­ვე, კა­რან­ტინ­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ და შემ­დეგ ჩემი სა­ახ­ლობ­ლო წრე სა­მოგ­ზა­უ­როდ კერ­ძო კუნ­ძულ­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მცი­რე ხნით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დით. ვცეკ­ვავ­დით, ვა­ტა­რებ­დით ვე­ლო­სი­პე­დებს, ვცუ­რავ­დით, ვუ­ყუ­რებ­დით ფილ­მებს სა­ნა­პი­რო­ზე და ა.შ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93