ყოფილი "მის საქართველო 2011", მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი დახვეწილი ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ჯანეტი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია. ის 8 თვის წინ დედა გახდა და ახლა მის ფოტოებში პატარა ანა სულაბერიძეს ხშირად შეამჩნევთ. ამ შემოდგომაზე მოდელმა რამდენიმე საინტერესო ლუქი მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.
ნახეთ ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქები
ჯანეტმა ამ სეზონზე ნაქსოვი გადასაცმელი და შემოდგომის ფერების შესაფერისი შარვალი და აქსესუარები შეუხამა. ქამარზე ჯანეტს პატარა "პრადას" ჩანთა აქვს ჩამოკიდებული.
ესეც მეორე ლუქი მოდელის გარდერობიდან, რომელიც ნამდვილად დახვეწილი და გემოვნებიანია. ჯანეტმა იცის, რა უხდება და შესაბამის სამოსს მარტივად არჩევს.
პატარა ანა სულაბერიძეც გამოჩნდა, როგორც ჩანს, ჯანეტი ბავშვსაც შესაფერისად აცმევს და შემოდგომის ფერებსა და განწყობას სამოსს უხამებს.