"მის საქართველო 2017" ნუკა ყარალაშვილი საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩანს. უმშვენიერესი მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სიახლეებს გამომწერებს უზიარებს. ნუკას სადა და კომფორტული სტილი აქვს და სასურველ სამოსს მარტივად ირგებს.
ნახეთ, როგორი სტილი აქვს ნუკა ყარალაშვილის
ნუკას სადა და კომფორტული სამოსი უყვარს. მოდელი, აღნაგობიდან გამომდინარე, ყველაფერს კარგად ირგებს
მოდელი 2019 წელს დაოჯახდა და სამოდელო კარიერასაც აქტიურად მისდევს
ნუკას გარდერობში ბევრი კომფორტული სამოსია. მოდელს სპორტულ-კლასიკური სტილი აქვს, რაც ნამდვილად ძალიან უხდება.
ნუკას ქორწილშიც მოკრძალებული, სადა სტილის კაბა ეცვა. მისი ეს ჩაცმულობა ზუსტად გამოხატავს ნუკას გემოვნებას.