10 ნოემბერს ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 19 წლის გახდა. ევამ იუბილე მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნა და წვეულების ამსახველი ფოტოები და ვიდეო "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
2016 წელს, 14 წლის ასაკში ევას უმძიმესი ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და თვეების განმავლობაში გადიოდა რეაბილიტაციას - ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში.
საბედნიეროდ, ევას ცხოვრებაში ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და დღეს ის კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. გოგონა ხშირად მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში და დედის მსგავსად, საკმაოდ ძვირად ღირებული ინფლუენსერი და ფოტომოდელია. გაგრძელება