როგორ გამოიყურება კეტრინ ზეტა ჯონსის და მაიკლ დუგლასის ქალიშვილი

როგორ გამოიყურება კეტრინ ზეტა ჯონსის და მაიკლ დუგლასის ქალიშვილი
უმშვენიერესი ბრიტანელი მსახიობის, კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ქალიშვილი ქერის ზეტა დუგლასი სოციალურ ქსელში დღითი დღე პოპულარული ხდება. 17 წლის მოზარდი, დედისა და მამის გენეტიკის წყალობით, მართლაც რომ უმშვენიერესია და ამას მოდის სფეროში ხშირად აღნიშნავენ.




ქერის დუგლასი დედასთან ერთად გადასაღებ მოედნებსა და მოდის კვირეულებზე ხშირად ჩნდება და არც პაპარაცებთან პოზიორობაზე ამბობს უარს.


ქერის თაყვანისმცემლები და ფანები ხშრად აღნიშნავენ, რომ 17 წლის მოზარდი ნებისმიერ მოდელს გაუწევს კონკურენციას და მომავალში მის წარმატებულ სამოდელო კარიერას უნდა ველოდოთ.

სკანდალებს
ვერცერთი მსახიობი გაურბის და არც დუგლასების ოჯახი ყოფილა გამონაკლისი. ქერის მამისა და დედის ასაკობრივი სხვაობის გამო სკოლაში ხშირად დასცინოდნენ და ამ თემაზე გოგონამ არაერთ ინტერვიუში საჯაროდ ისაუბრა.


უმშვენიერესი კეტრინ ზეტა ჯონსი 50 წლის არის, მისი მეუღლე მაიკლ დუგლასი კი მასზე 25 წლით დიდია, თუმცა ეს მათ ურთიერთობაში პრობლემა არასდროს ყოფილა.

ქერის ერთი ძმა ჰყავს. დილან-მაიკლ დუგლასი ქერიზე 2 წლით უფროსია და გოგონას ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.



სოციალური ქსელებიდან და მისი ფოტოებიდან ჩანს, რომ ქერი დიდი პატივს სცემს მშობლებს, ძმას და ბედნიერია თავისი ოჯახით.


როგორც პაპარაცები წერენ, ქერის შეყვარებულიც ჰყავს. სავარაუდოდ, მისი პარტნიორი ვინმე ილიანია, რომლის ფოტოებიც ჯერ პაპარაცებისთვის არ არის ცნობილი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93