ქართველი მოდელი მირანდა შელია „ინსტაგრამზე“ ძალიან პოპულარულია და ამჟამად 966 ათასი გამომწერი ჰყავს.
მოდელის ფოტოებზე არსებულ კომენტარებში ხშირად შეხვდებით ფრაზებს: „ქართველი ირინა შეიკი ხარ“, „ამ გოგოს სტილი მომწონს“ და ა.შ.
მირანდა დიდი ხანია, რაც ქართველი მომღერლის - ქეთა თოფურიას ახლო მეგობარია, რის გამოც მის მიმართ ინტერესმა უფრო იმატა.
მოდელი თამამ ფოტოებს ნაკლებად აქვეყნებს, თუმცა კონკრეტული დეტალებით გამოხატავს საკუთარ სტილს.
უყვარს საინტერესო, ბრჭყვიალა აქსესუარები, მკვეთრი ფერები და ამავდროულად, სადა სამოსიც.
ამასთან, ხშირად იცვლის თმის ფერს და ვარცხნილობას. როგორც ჩანს, მოდელი ექსპერიმენტების მოყვარულია.
ერთად გადავხედოთ მის ახალ ფოტოებს: