სალომე ჭაჭუა ბავშვობიდან ცეკვავს და არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, თუმცა მის შესახებ საზოგადოებამ წლების წინ, მაშინ გაიგო, როცა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო.
სალომე ახლაც არაჩვეულებრივ ფორმაშია და მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია.
ცოტა ხნის წინ მან ახალი ცეცხლოვანი ვიდეოები გამოაქვეყნა. "სალომე, შენ რომ ცეკვავ, ირგვლივ ყველაფერი ჩერდება"- გამოეხმაურა მოცეკვავის ახალ ვიდეოებს ერთ-ერთი გამომწერი.
თავისუფალ დროს ვარჯიშს უთმობს და ამაზე მისი შესანიშნავი ფიგურაც მეტყველებს.
მისი სხეული ნამდვილად უნაკლო და მიმზიდველია.
ჩვენ თვალი გადავავლეთ სალომეს "ინსტაგრამს" და გთავაზობთ ახალ ფოტოებსაც მისი პირადი გვერდიდან.