თამო ვაშალომიძემ იმშობიარა. ფოტომოდელს ბიჭი შეეძინა და ახლა უკვე თამო ორი შვილის დედაა.
თამომ ბავშვს მაქსიმე დაარქვა და სოციალურ ქსელში საზოგადოებას მაქსიმე სამხარაძის დაბადება ამცნო.
თამოს რჩეული, აკა სამხარაძეა, რომელიც მან თავის გამომწერებს სულ ცოტა ხნის წინ გააცნო. აკა და თამო ახალ სახლში გადავიდნენ და სულ მალე მაქსიმესთან ერთად განაგრძობენ ცხოვრებას.
თამო მთელი ორსულობა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებდა და ქალბატონებისთვის რჩევებსაც არ იშურებდა.