"აღარ მომწონს ჩემი თავი, გარეგნობა, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი და წარბი" - რისი მსხვერპლი გახდა თიკა ფაცაცია?

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია "Instagram-ზე" ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

თიკას თქმით, იგი ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთ ფილტრს იყენებდა, რომლის საშუალებითაც მას ეცვლებოდა თვალის ფერი, ცხვირი ფორმა, გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდულად და ეს ძალიან მოსწონდა.

როგორც მომღერალი ამბობს, შეატყო, რომ ამ ფილტრზე დამოკიდებული გახდა და მის გარეშე გადაღებული ფოტოები უკვე აღარ მოსწონდა. ამის გამო, აღარ მოსწონდა საკუთარი გარეგნობა და სახის ნაკვთებიც.

თიკამ გადაწყვიტა, ჩაეწერა ვიდეო და ყველასთვის გაენდო თავისი დამოკიდებულება, რადგანაც მისი თქმით,
შენიშნა, რომ ბევრი იმყოფებოდა ამ ხიბლის ქვეშ.

სწორედ ამიტომ, ტელეწამყვანი გამოვიდა ინიციატივით და მოუწოდა ყველას, რომ არ გადაიღონ ხელოვნური ფოტოები და გამოაქვეყნონ, მხოლოდ - ბუნებრივი. ამ "აქციას" კი "ბუნებრივი მე" უწოდა.

თიკას ინიციატივას ბევრი ქალბატონი გამოეხმაურა და "ბუნებრივი მე-ს" სახელით უამრავმა მათგანმა "Instagram-ზე" ფოტო თუ ვიდეო "Story" გამოაქვეყნა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
თამუნა
იმდენად დადებითი ადამიანია,დიდხანს ვერც შეძლებდა ხელოვნურობის "მორგებას" .... ყოველთვის მომწონდა მისი უბრალოება და ახლა კიდევ უფრო მომწონს
22:12 / 18-01-2021
გამოხმაურება / 0 /
კეტ კეტო
ვაიმე რა მაგარი ხატ თიკა, გიერთდები, მართლაც რომ დამოკიდებული ხდები ადამიანი, ნარკოტიკვითაა ალბათ :)))
13:06 / 25-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93