ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია "Instagram-ზე" ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს.
თიკას თქმით, იგი ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთ ფილტრს იყენებდა, რომლის საშუალებითაც მას ეცვლებოდა თვალის ფერი, ცხვირი ფორმა, გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდულად და ეს ძალიან მოსწონდა.
როგორც მომღერალი ამბობს, შეატყო, რომ ამ ფილტრზე დამოკიდებული გახდა და მის გარეშე გადაღებული ფოტოები უკვე აღარ მოსწონდა. ამის გამო, აღარ მოსწონდა საკუთარი გარეგნობა და სახის ნაკვთებიც.
თიკამ გადაწყვიტა, ჩაეწერა ვიდეო და ყველასთვის გაენდო თავისი დამოკიდებულება, რადგანაც მისი თქმით, შენიშნა, რომ ბევრი იმყოფებოდა ამ ხიბლის ქვეშ.
სწორედ ამიტომ, ტელეწამყვანი გამოვიდა ინიციატივით და მოუწოდა ყველას, რომ არ გადაიღონ ხელოვნური ფოტოები და გამოაქვეყნონ, მხოლოდ - ბუნებრივი. ამ "აქციას" კი "ბუნებრივი მე" უწოდა.
თიკას ინიციატივას ბევრი ქალბატონი გამოეხმაურა და "ბუნებრივი მე-ს" სახელით უამრავმა მათგანმა "Instagram-ზე" ფოტო თუ ვიდეო "Story" გამოაქვეყნა.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>