პოპულარული მომღერლის, ქეთა თოფურიას ცხოვრებაში ლამაზი და დაუვიწყარი პერიოდია.
ცოტა ხნის წინ ის საყვარელ მამაკაცზე, ლევ დენგოვზე დაქორწინდა და რაც ყველაზე მთავარია, მისგან შვილს ელოდება.
ამის შესახებ ბევრმა არც იცოდა, რადგან მუცელს საგულდაგულოდ მალავდა. ახალი კლიპის გამოსვლის შემდეგ კი სიახლე ყველამ გაიგო და მილოცვებმაც არ დააყოვნა.
ცოტა ხნის წინ ქეთამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც გამომწერები განსაკუთრებულად თბილად შეხვდნენ.
ქეთას დახვეწილ გემოვნებაზე ხშირად საუბრობენ. პირველ შვილზე, ოლივიაზე როცა იყო ორსულად, სამოსს მაშინაც სწორად არჩევდა.
მომღერლის ახალ ფოტოებს უამრავი მოწონება აქვს. "ქეთა, როგორ გიხდება ორსულობა". "საოცარი ქალი ხარ", "რა სილამაზეა"- წერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
მომღერალი ამ ეტაპზე უპირატესობას თავისუფალი სტილის კაბებს, "oversize" ზედებს და სადა ჯინსებს ანიჭებს. მის ახლანდელ ლუქებში ძირითადად ჭარბობს: თეთრი, ოქროსფერი და ნაზი, პასტელური ფერები.
ერთად გადავხედოთ მის ახალ ფოტოებს. როგორ ფიქრობთ, სწორად შეარჩია სტილი?