ქართველი გოგონები, რომლებმაც პოპულარობა ინტერნეტით მოიპოვეს - ტოპ 5 ინფლუენსერის ისტორია

ქართველი გოგონები, რომლებმაც პოპულარობა ინტერნეტით მოიპოვეს - ტოპ 5 ინფლუენსერის ისტორია
დღეს სოციალურმა სივრცემ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში შემოაღწია, დღის გარკვეულ მონაკვეთს "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე" სიახლეების სხვისთვის გაზიარებასა და ნახვაში ვხარჯავთ. ბოლო დროს კი საქართველოში საკმაოდ გავრცელდნენ ინფლუენსერები, ანუ ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში აქტიურები და გავლენიანები არიან. სილამაზის სფერო, სპორტი, მოდა თუ ხელოვნება, ინფლუენსერები ყველგან არიან.

ნახეთ 5 ცნობილი ინფლუენსერი საქართველოში


თაკო საზინა



უმშვენიერესი ვლოგერი, ინსტაგრამერი და უკვე ინფლუენსერი თაკო საზინა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ვლოგერია, რომელმაც სილამაზის სფერო საზოგადოებას
ვიდეოების მეშვეობით გააცნო. თაკომ ვლოგერობა წლების წინ დაიწყო და Youtube-ზე საინტერესო ვიდეოების გამოქვეყნებით ხალხის ყურადღება მალევე მიიქცია. 



როგორც თაკო აღნიშნავს, მან მაკიაჟის გაკეთება თვითონ ისწავლა და შემდგომ ამ ყველაფრის ხალხისთვის გაზიარება მოინდომა. ალბათ იშვიათია ადამიანი, ვისაც "ინსტაგრამზე" თაკო საზინა ერთხელ მაინც არ უნახავს. 


თაკოს ძირითადი კონტენტი სილამაზე, თავისა და სხეულის მოვლაა, თუმცა ამ თემების გარდა, მის ვიდეოებსა და სოციალურ ქსელებში ბევრ საინტერესო სიახლეს ნახავთ. 



თაკოს შეყვარებული ვიდეოგრაფი თორნიკე სეხნიაშვილია, რომელიც აქტიურად ჩანს საზინას
"ინსტაგრამზე". 


თაკოს ძალიან უყვარს ჯინსები და ტოპები. საზინას სპორტული და კომფორტული სტილი  მოსწონს, თუმცა, აღნაგობიდან გამომდინარე, ყველანაირ სამოსს იდეალურად ირგებს. 

ელენიკო რუხაძე


სოციალურ სივრცეში მეორე ცნობილი ინფლუენსერი და ტიკ-ტოკერი ელენიკო რუხაძეა. მას ხალხი foxy_eleniko-ს სახელით იცნობს. 



ელენიკო საზოგადოებამ ტიკ-ტოკზე გაიცნო. როგორც მისი გამომწერები ამბობენ, ელენიკო ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული და კრეატიული ინფლუენსერია. 



ელენიკოს გამორჩეულად უყვარს ფუმფულა სათამაშოები, პაზლები და მინიონები. მისი გამორჩეული სტილი დრედებით იწყება და თუ მის "ინსტაგრამს" დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ კომფორტული და ფერადი სამოსი ელენიკოსთვის განუყრელია. 



ელენიკოს მეუღლე კოტიკო პროფესიით ვიდეოგრაფია და ელენიკოსთან ერთად ხშირად  საინტერესო და გამორჩეულ კონტენტს ქმნის. 


იკანათია


ამ უმშვენიერეს წყვილს, როგორც იკას ან როგორც ნათიას, ისე არავინ იცნობს, ისინი უბრალოდ იკანათია არიან, რომლებმაც სოციალურ სივრცეში სახელი წლების წინ გაითქვეს.


ყველაფერი ერთი იუმორისტული ჟანრის ვიდეოთი დაიწყო. იკა და ნათია მაშინ თურქეთში ცხოვრობდნენ და საზოგადოებამ ჯერ კიდევ საზღვრებს იქით მყოფი ინფლუენსერები ძალიან შეიყვარა. 



საერთო "ინსტაგრამის" მიუხედავად, სოციალურ ქსელში ნათია ბევრად აქტიურია, მისი მეუღლე ირაკლი სტურუა და პატარა ნიცა კი ვიდეოებსა და ფოტოებში ხშირად ჩანან ხოლმე. წყვილი ერთად ბედნიერად ცხოვრობს და ინფლუენსერებს შორის მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. 




თეონა ჩაჩუა



უმშვენიერესი ინფლუენსერი თეონა ჩაჩუა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის სილამაზის სფეროში მოღვაწეობს და თავის გამომწერებს საინტერესო და გამორჩეულ რჩევებს ხშირად უზიარებს.


ხშირად თეოს ამერიკელ მოდელ კენდალ ჯენერს ამსგავსებენ და ამ მსგავსებას თვითონაც  აღიარებს. 


თეოს ერთი შვილი, კირა დანელია ჰყავს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას და მისი მეუღლე გიორგი დანელიაც, თეოს მსგავსად, ცნობილი ინფლუენსერია.


თეოს სპორტული სტილი მოსწონს. ის "ინსტაგრამზე" თავის ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. 

თი მაჭავარიანი


საქართველოში კიდევ ერთი ინფლუენსერი თი მაჭავარიანია, რომელიც სულ ახლახან შემოუერთდა აქტიური ინფლუენსერების სიას.


თი წლები ამერიკაში ცხოვრობდა, პატარა ასაკში გათხოვდა და 3 შვილთან ერთად რამდენიმეწლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.


თი მეუღლეს გაშორებულია და მისი შეყვარებული ტატუ არტისტი ლაშა ჩხაიძეა. თი და ლაშა Youtube-ის ვიდეოებში ერთად ხშირად ჩანან. თი პროფესიით პირსერია და ლაშასთან ერთად სხვადასხვა პირსინგზე მუშაობს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93