"მეფე" ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს გოგონა პატარაობიდანვე ულამაზესი იყო.
როგორც აღნიშნავენ, ნანას მამის ნაკვთები და დედის იერი აქვს.
2015 წელს ნანამ პროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე დაგვიმტკიცა, რომ ცეკვა არაჩვეულებრივად გამოსდის.
მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, გოგონა გაიზარდა, უფრო მშვენიერი გახდა და სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა.
წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, რას ეტყოდა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს და პირადად არ იცნობს.
გოგონამ განაცხადა: „იყავით ბედნიერები, გაერთეთ, ისწავლეთ, წაიკითხეთ წიგნები და ეცადეთ, ყველა გიყვარდეთ“.
ნანას ძალიან უყვარს მხატვრული ფოტოების გადაღება და კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს.
როგორც ხედავთ, ნანამ თავისი სტილი უკვე შექმნა და ცდილობს, რომ დეტალები გამოარჩევდეს.