TOP 5 ქართველი ლამაზი ქალი და მათი შვილები

TOP 5 ქართველი ლამაზი ქალი და მათი შვილები
ქართველებს რომ საოცარი სილამაზის ქალბატონები გვყავს, ამას საუბარი არ სჭირდება. ისინი შოუბიზნესში, მოდის ინდუსტრიასა და ტელეეკრანებზე ხშირად ჩანან. რომ იკითხოთ, საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არისო, ალბათ, ერთის ამორჩევა გაგვიჭირდება. მომხიბვლელ ქალბატონებთან ერთად ყურადღების ცენტრში ხშირად მათი შვილებიც ექცევიან.

ნახეთ 5 ქართველი ლამაზი ქალი და მათი შვილები


ნანუკა გუდავაძე


ბერა ივანიშვილის მომხიბვლელი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საზოგადოებამ ბერასთან ურთიერთობის შემდეგ გაიცნო. უმშვენიერესი ნანუკა მოდელობით იყო გატაცებული. 


ნანუკამ და ბერამ ოჯახი სულ რამდენიმე წლის წინ შექმნეს. მათ
პატარა ბიჭი - ბერუკა ჰყავთ, რომელიც ნანუკასაც და ბერასაც ძალიან ჰგავს. 


ბერუკა ახლა 1 წლის არის. მას დედასავით ულამაზესი თვალები აქვს. 


ნანუკას ეშხსა და სილამაზეს მისი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ. 

ანა ახვლედიანი 


მოდის სფეროში ანა ახვლედიანს კარგად იცნობენ. უმშვენიერესი და მომხიბვლელი ანა ყოფილი მოდელია და ამ სფეროს ნელ-ნელა კვლავ უბრუნდება. 


ანას უცხო და სახასიათო გარეგნობა აქვს, დიდი ცისფერი თვალები და ბუნებრივად დიდი ტუჩები შეუმჩნეველი არ რჩება.


მოდელს პატარა გოგონა ჰყავს. ევა დედასავით ლამაზია და ხალხს პატარა ანგელოზი ძალიან უყვარს. 

ჯანეტ ქერდიყოშვილი 



კიდევ ერთი მომხიბვლელი ქალბატონი, ნოე სულაბერიძის ცოლი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილია. ჯანეტი საზოგადოებამ "მის საქართველო 2011"-დან გაიცნო.


ჯანეტს თავისი ტანსაცმლის ხაზი აქვს და მოდელობასთან ერთად საკუთარ ბიზნესს უძღვება. მოდელს პატარა, უმშვენიერესი გოგონა ანა სულაბერიძე ჰყავს. 


ანა სულაბერიძე სულ რაღაც 10 თვის არის და ძალიან ჰგავს მშობლებს. 

ანი ბებია


ტელეწამყვანი და მსახიობი ანი ბებია ჩვენი სიის მე-4 ადგილს იკავებს. ანი სულ რამდენიმე  თვეა დედა გახდა და უკვე შესანიშნავ ფორმაშია. 

ანის პატარა ბიჭი ჯერი ჰყავს. ანი საზოგადოებაში სერიალი "ხელუვნური სუნთქვის" შემდეგ გახდა ცნობილი.


რთულია, ანისნაირი ლამაზი გოგო მაშინვე არ დაგამახსოვრდეს. ხალხმა ბებია მალევე  შეიყვარა. 

რუსკა მაყაშვილი


ულამაზესი და ენერგიული მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ხუთეულის ბოლო ადგილს იკავებს. ალბათ გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის ნახვა, რუსკაზე ცუდი წარმოდგენა რომ ჰქონდეს. 



სუპერენერგიული რუსკა ერთი შვილის დედაა. პატარა ილია რუსკას გამომწერებს  გამორჩეულად უყვართ.


ახლა რუსკა მეორე ბავშვზეა ორსულად და სულ მალე ილიას პატარა და ან ძმა ეყოლება. 



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93