სელებრითები

TOP ქართველი გოგონა ტატუებით - ნახეთ რა არის ახლა მოდაში

TOP ქართველი გოგონა ტატუებით - ნახეთ რა არის ახლა მოდაში
დღეს უკვე ტატუხელოვენება დაფასებული პროფესიაა და ორიგინალური, რაიმე იდეის მატარებელი წარწერები თუ ნახატები სხეულზე მოდური ტრენდია. ქართველი თინეიჯერებისა და ზოგადად ქართველი გოგონების უმეტესობას სხეული ლამაზად აქვს მოხატული.

ნახეთ, ტოპ 5 ქართველი გოგოს ტატუები


რუსკა ქარქაშაძე


ყველასათვის ცნობილმა რუსკა ქარქაშაძემ ახალი ტატუ გაიკეთა, თინეიჯერმა სურათები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 



რუსკამ სხეულზე "love is the answer" დაიწერა. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანს სულ ოთხი ტატუ აქვს.



ანი ლოლაძე


მოცეკვავე ანი ლოლაძეს სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს, რომელიც მისთვის რაღაც იდეის მატარებელია, თუმცა ტატუს შინაარსი ანის გამომწერებისთვის არ არის ცნობილი. 



ანის მხარზე ყვავილებისგან შემდგარი
წრე აქვს, ხელზე კი ულამაზესი ბუმბული და პატარა წარწერა. ლოლაძემ პირველი ტატუ რამდენიმე წლის წინ გაიკეთა და ნელ-ნელა სხეულის მოხატვას განაგრძობს. 


ევა ბარბაქაძე


შორენა ბეგაშვილის უმშვენიერესმა ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემაც სულ ახლახანს დაიმატა კიდევ ერთი ტატუ. ევამ რამდენიმე პეპელა და ვარსკვლავები არჩია და მკლავზე ეს კომბინაცია გამოსახა. 


ევას სხეულზე კიდევ ერთი ტატუ აქვს, გოგონას შავ-თეთრ ფერებში გაწყობილი მარტორქა ახატია. 

ლიკუნა ხაჭაპურიძე



უმშვენიერეს მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს სხეულზე ათობით ტატუ აქვს,  მოდელს ხელებზე ერთმანეთს მიყოლებით წარწერები და პატარა ორნამენტები ახატია.



როგორც ლიკუნა ამბობს, ყველა ტატუ მისთვის რაღაც იდეის მატარებელია და კონკრეტულ დროს კონრეტული წარწერები თუ ნახატები ახსენებს. 




ლიზა ყენია 


ჩვენი სიის ბოლო ქართველი სელებრითი, რომელსაც სხეულზე ულამაზესი ტატუები აქვს მომღერალი ლიზა ყენიაა. ლიზა ტატუხელოვნებით დიდი ხანია დაინტერესებულია და პირველი ტატუც სხეულზე წლების წინ გაიკეთა.


უმშვენიერეს ლიზაც ტატუ მკლავზე, ფეხებსა და ზურგზე აქვს. როგორც ჩანს, მის სხეულზე ახალ წარწერებსა და ნახატებს კიდევ უნდა ველოდოთ.
ბეჭდვა
e87a93