ზამთარი მოვიდა და თბილისის ცივი ამინდების შესაბამისად, ქართველმა სელებრითებმა ფერად-ფერადი, თბილი ქურქები მოირგეს. რამდენიმე წლის წინ ქურქი უგემოვნო და მოდიდან გადასული იყო, თუმცა მოდა დატრიალდა და ზამთრის საუკეთესო აქსესუარებს შორის წელს შეგვიძლია ქურქიც გავიყვანოთ.
ნახეთ ქართველი სელებრითების ფერადი ქურქები
ნინი ბადურაშვილმა გიორგი გილიგაშვილთან ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა და გადაღებაზე ყავისფერი მოკლე ქურქი მოირგო. გიორგისაც, კლიპისთვის შესაბამისად, ბეწვში გაწყობილი მოსაცმელი აურჩევია. ნინის ქურქი და სამოსი კარგად აქვს შეხამებული.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნინის ნატურალური ბეწვისგან დამზადებულუ ქურქი აცვია, რის გამოც სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.
უმშვენიერესმა სალომემაც ზამთრის ერთ-ერთ ლუქად თეთრსა და კრემისფერში გადაწყვეტილი ქურქი არჩია, რომელიც თოვლიან ამინდში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
მსახიობმა ვიკა კალანდიამ 2020 წლის მიწურულს ვარდისფერ ქურქზე შეაჩერა არჩევანი. ვიკას ეს სტილი უხდება. მსახიობი ხშირად წითელ ტუჩსაცხსა და ფერად სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
რა თქმა უნდა, არც მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ჩამორჩა ზამთრის ტრენდებს და გადაღებაზე ღია ყავისფერი, მუხლამდე სიგრძის ქურქი მოირგო, რომელიც დალიმ წითელ ქვედაბოლოსა და ნაქსოვ მაისურს მოუხდინა.
მოცეკვავე ანი ლოლაძემაც მოირგო ზოლიანი, თბილი ქურქი და სოციალურ ქსელში სურათები გამოაქვეყნა. ანის, სპორტული სტილის შემდეგ, ეს ლუქი ძალიან მოუხდა.