უმშვენიერესი მოდელი მატილდა გვარლიანი "ტიკ-ტოკზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სევდიანი მუსიკის ფონზე ძმის დაკარგვას განიცდის, თუმცა ვიდეოს ბოლოში ჩანს, რომ ეს "ტიკ-ტოკის" მორიგი ტრენდ ვიდეოა, რომელიც მოდელმა თავისებური ვერსიით გადაიღო.
"მე დავკარგე ძმა ერთი წლის წინ", - წერს მოდელი და შემდეგ "ის არ გარდაცვლილა, უბრალოდ შეყვარებული ჰყავს", - აგრძელებს მატილდა.
მატილდა სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკზე" საკმაოდ აქტიურად დებს საინტერესო ვიდეოებს და ხალხისგან დადებით კომენტარებსაც ხშირად იღებს.