კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე სან-ფრანცისკოდან "ინსტაგრამზე" საახალწლო განწყობის მქონე ვიდეოებს და ფოტოებს აქვეყნებენ.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ნაძვის ხესთან ფაჩულიების ოჯახის წევრები და ხსნიან საჩუქრებს.
დღის ბოლოს კი, თიკამ ქართული ტრადიციული ვახშამი მოამზადა.
"ბედნიერი ახალი წელი ყველას ფაჩულიებისგან" - წერს ზაზა სოციალურ ქსელში.
კალათბურთელმა საზოგადოებისგანაც მიიღო მილოცვები. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ ზაზას ძალიან ლამაზი ოჯახი ჰყავს და განსაკუთრებით აღნიშნავენ თიკას სილამაზეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>