ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, -
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დედაა.
“ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის ... RIP“- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ახალი ამბების წამყვანად მუშაობდა. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>