კეტი პერის ყვავილის ფორმის ნიშნობის ბეჭდიდან დაწყებული არიანა გრანდეს მარგალიტის ბეჭდით დასრულებული.
არიანა გრანდე
- რამდენიმე დღის წინ მომღერალმა არიანა გრანდემ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა სასიხარულო ამბავი, მისმა საყვარელმა მამაკაცმა დალტონ გომესმა ხელი სთხოვა: "სამუდამოდ და კიდევ ცოტა მეტი" - ასეთი წარწერა გაუკეთა ბეჭდის ფოტოს არიანამ. წყვილი ერთმანეთს იანვრიდან ხვდება: ერთად გაატარეს თვითიზოლაცია, ხოლო საზოგადოების წინაშე სიმღერის კლიპში Stuck with U გამოჩნდნენ, რომელიც გრანდემ ჯასტინ ბიბერთან ერთად ჩაწერა. ნიშნობის ფოტოებიდან რა თქმა უნდა ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება, ოვალურ ბრილიანტთან მარგალიტიც არის განთავსებული. არიანას ფანები დარწმუნებული არიან, რომ ეს მარგალიტი ბებიამ 2014 წელს აჩუქა შვილიშვილს ბაბუის სიკვდილის შემდეგ, თუმცა გრანდეს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
ემა სტოუნი
- ემას და რეჟისორ დეივ მაკერის ურთიერთობის შესახებ 2019 წლის დეკემბერში შეიტყო მსოფლიომ, უსახელო თითზე მსახიობს მარგალიტის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებს, 18 კარატიანი ოქრო იაპონური მარგალიტით 0.37 გრამს იწონის, რომელიც დაამზადა ტოკიოელმა იუველირმა იოსინობუ კატაოკამ, ხოლო შეძენილ იქნა ნიუ-იორკის ძვირფასეულობის მაღაზიაში Catbird.
მეგან მარკლი
- 2017 წლის ნოემბერში პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს ხელი სთხოვა, შეყვარებულს სამეფო ოჯახის ბეჭედი მიართვა, რომლის დიზაინზეც თავად იზრუნა. ბეჭედი შედგება სამი ქვისგან, ყველაზე მსხვილი ბრილიანტი ბოტსვანიდან ჩამოიტანა ჰარიმ, ხოლო ორი პრინცესა დიანას კოლექციიდან იქნა ამოღებული.
ემილი რატაკოვსკი
- ემილი ცოლად გაჰყვა პროდიუსერ სებასტიან ბეარ-მაკლარდს სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ, სებასტიანმა ემილის საკუთარი ხელით ჭიკარტისგან დამზადებული ბეჭედი გაუკეთა. თუმცა ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ მოდელმა ნიშნობის ბეჭდის სტატუსით ბრილიანტი გამოაქვეყნა, ემილის ბეჭედი ორ ქვას მოიცავს: ერთი წვეთის ფორმის, მეორე კი სამკუთხედის ფორმის ბრილიანტს.
ლილი კოლინზი
- "ემილი პარიზში"-ს ვარსკვლავმა სხვების მსგავსად ინსტაგრამით ამცნო გამომწერებს თავისი ნიშნობის შესახებ: 2020 წლის 25 სექტემბერს რეჟისორმა ჩარლი მაკდაუელმა ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს: "მე ამას მთელი ცხოვრება ველოდი, ახლა კი ერთი სული მაქვს დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ" - გაუკეთა წარწერა ემილიმ ბეჭდის სურათს რომელიც "ვარდის" ფორმის ბრილიანტისგან არის დამზადებული, ხოლო ჩარჩო ყვითელი ოქროსგან.
სკარლეტ იოჰანსონი
- სკარლეტმა სცენარისტი კოლინ ჯოსტი 2010 წელს გაიცნო, მის ტელეშოუში, შეხვედრა 2017 წელს დაიწყეს, ხოლო 2019 წელს ნიშნობის შესახებ განცხადება ელენ დეჯენერესის შოუში გააკეთეს. მისი ნიშნობის ბეჭედი მსხლის ფორმის 11 კარატიანი ბრილიანტისგან არის, რომლის შექმნაზე უბერ დე ჟივანშის დისშვილმა იმუშავა.
კეტი პერი
- ორლანდო ბლუმი და კეტი პერი 2019 წლის 14 თებერვალს დაინიშნენ, კეტის ხელზე ყვავილის ფორმის ბეჭედი ამშვენებს, რომელიც 4 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტისგან არის შექმნილი, ხოლო ფოთლებისთვის იუველირმა რვა პატარა ბრილიანტი გამოიყენა. აგვისტოში წყვილს გოგონა სახელად დეიზი შეეძინა, როგორც ჩანს ოჯახში ყვავილის თემატიკა განსაკუთრებულად უყვართ.