ჩვენს დროში, ინტერნეტის დამსახურებით, ძვირად ღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო შესაფერისი სტილის აღმოსაჩენად, ისინი დღესდღეისობით უკვე სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა. თუ "ინსტაგრამზე" გემოვნებიან და დახვეწილ მოდის მიმდევარ გოგონებს „გამოიწერთ“, ტრენდული სამოსის განსხვავება არ გაგიჭირდებათ.
ჩაინიშნეთ ტოპ 5 გემოვნებიანი და მოდური ქალი, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ.
მაკა ასათიანი
- მის სილამაზეზე თბილისში ლეგენდები დადის და საუკუნეებს ისევე გადაეცემა, როგორც არაერთი მშვენიერი ქართველი მანდილოსნის ამბავი. მაკა ასათიანის ცხოვრება, სამწუხაროდ, ტრაგედიებით იყო სავსე: შვილის და მამის გარდაცვალება, ხმაურიანი განქორწინება და ქორწინება. თუმცა დიზაინერი ყველაზე ლამაზი, მოდური და გემოვნებიანი ქალების სიის სათავეში დღემდე ლიდერია. მაკა ამჟამად იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. შესაბამისად, მისი პირადი ცხოვრების დეტალებიც პრესისთვის დამალულია.
ქეთა თოფურია
- რუსეთში მოღვაწე მომღერალი სკანდალური პირადი ცხოვრებით ყოველთვის საინტერესო იყო საზოგადოებისთვის. ქეთა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და იდუმალებით მოცული გოგონაა შოუბიზნესში, რომელიც გასულ თვეს ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაინიშნა. წყვილი წლის ბოლომდე ვაჟის ქვეყანაზე მოვლენას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ქეთას პირველი ქორწინებიდან გოგონა - ოლივია გეიხმანი ჰყავს.
ანუკი არეშიძე
- ოთხი შვილის დედა და დიზაინერი მსოფლიოს მასშტაბით გემოვნებიანი ჩაცმის სტილით არაერთ ჟურნალსა და გამოცემაში მოხვედრილა. ანუკის სტილის ევოლუცია საზოგადოებამ დეტალურად ნახა. ახალგაზრდა დედა მუდამ ცდილობს გამოიყურებოდეს მოდურად და ამავდროულად, უპირატესობას ჩაცმულობის მხრივ მინიმალიზმსა და ელეგანტურობას ანიჭებს.
მაკა კვიციანი
- კიდევ ერთი დიზაინერი, რომელიც სამი ბიჭის დედა გახლავთ, თავისი დახვეწილი სტილით არაერთი გოგონას ინსპირაციის წყაროა. მაკა აქტიურად არის ჩართული პირადი ტანსაცმლის ბრენდის, Dalood-ის წარმოებაში, წელს კი ახალი მიმართულებაც დაამატა სილამაზის ყუთების სახით, რომელშიც ყველასათვის თავის მოვლის აუცილებელი საშუალებებია წარმოდგენილი.
სალომე ღვინიაშვილი
- მეხუთე ადგილი მოდელსა და ტელეწამყვანს, სალომე ღვინიაშვილს ეკუთვნის, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და საკუთარ გამომწერებს დახვეწილი და მოდური ფოტოებით ხშირად ანებივრებს. სალომე თავისი უზადო ჩაცმულობის სტილით არაერთი კომპანიის ამბასადორი და ბილბორდის სახე გამხდარა.