ეკა მამალაძის ყველა მამაკაცი და პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ეკა მამალაძის ყველა მამაკაცი და პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ლეგენდარული მომღერლების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. უმშვენიერესი, უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია და მისი შვილი ეკა მამალაძეც საზოგადოებისთვის არანაკლებ საყვარელი და ცნობილია. ეკა წარმატებული მომღერალია და როგორც წარმატებული ქალის, მისი პირადი ცხოვრება ქართული პრესისთვის არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. 

ნახეთ ეკა მამალაძის ყველა მამაკაცი და პირადი ტრაგედია მომღერლის ცხოვრებაში:



ბევრს ემახსოვრება გოგი საყვარელიძისა და ეკა მამალაძის სიყვარულის ტრაგიკული ამბავი. 18 წლის ეკამ ერთ ჩვეულებრივ დღეს სახლში გამოაცხადა, გოგი მიყვარსო და თავისი გადაწყვეტილებით

ოჯახის წევრები და საზოგადოება გაკვირვებული დატოვა. მის გათხოვებაზე უარი არავის უთქვამს და ეკა გოგის მეუღლე გახდა.

თბილისში, სახლში გადახდილი 100-კაციანი ქორწილი მოსკოვში თაფლობისთვით გაგრძელდა და მალე ლევანიკო საყვარელიძე დაიბადა.

ეკას და გოგის ბედნიერება მხოლოდ 8 წელი გაგრძელდა. გოგი 2 წელი ავადმყოფობდა და ბოლოს გარდაიცვალა. ეკა 26 ასაკში დაქვრივდა და ორი ბავშვით დარჩა. მაშინ ლევანიკო 7 წლის იყო, გოგიკო - 5-ის. ამ ტრაგედიამ ახალგაზრდა მომღერალი გაანადგურა.



31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბსა და ეკას პირველად ერთმანეთი მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.

მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.



მას შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის სკანდალიც გახდა ცნობილი: ეკა მამალაძე და თამრიკო ჭოხონელიძის ქმარი გია როინიშვილი ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ და ამ ურთიერთობას იქამდე მალავდნენ, სანამ თამრიკო გიას მობილურ ტელეფონს შეამოწმებდა და ბოლო განხორციელებულ ზარს ეკასთან ნახავდა. თამრიკოს თქმით, ამან ძალიან დააეჭვა და ნაცნობს მობილურიდან საუბრის ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ გიას და თამრიკოს ოჯახი დაინგრა და მეგობრები, ეკა და თამრიკო, ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. როგორც ცნობილია, სწორედ ეკამ გააცნო თამრიკოს გია როინიშვილი.

მოგვიანებით, ჭოხონელიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეკა და გია ერთმანეთს ოლეგ მელნიკოვის გამო დაშორდნენ და მამალაძე უკვე მას ხვდებოდა. თუმცა ეკამ ეს ინფორმაცია უარყო.

ამჟამად მომღერალი ეკა მამალაძე უკვე 60 წლის არის, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და შეიძლება ახლაც შეუყვარდეს ვინმე.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
nanka2002
ეს რანაირად: "თამრიკოს თქმით, ამან ძალიან დააეჭვა და ნაცნობს მობილურიდან საუბრის ამოღება სთხოვა"
23:14 / 03-01-2021
გამოხმაურება / 0 /
QARTVELI
ქალბატონი ნანი არის დედოფალი ; ეკა არის ნანის შვილი ;ნატუკა არის საოცრება .
17:00 / 03-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93