მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი საკუთარ თოქ-შოუში "შორენას ეფექტი" 2020-ის ახალ წელს იხსენებს და საკუთარ ისტორიას ჰყვება:
"შარშან ახალ წელს ფოიერვერკების სანახავად აივანზე არ გავსულვარ, თხელი კაბა მეცვა და შემეშინდა არ გავციებულიყავი. როცა მხოლოდ მე დავრჩი საახალწლო სუფრასთან, ჩავიფიქრე, რომ არასწდროს დავრჩენილიყავი მარტო არც ჭირში და არც ლხინში. მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ აუცილებლად აგისრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემ ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა: ეს იყო ჩემი თოქ-შოუ და ნამდვილი სიყვარული.
მოდი ყველაფერი ცუდი გასულ წელს გავატანოთ და ახალ წელს ახალი სურვილებით შევხვდეთ" - ამბობს შორენა.