რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაინიშნა. მაშინ ხალხმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ირაკლი რუსეთში მოღვაწე ქართველი იყო და ნინი საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას საზოგაოდებისთვის უცნობ ადამიანთან აპირებდა.
ყველაფერი უცბად მოხდა, 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.
ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამათანაც ხშირად ატარებს დროს.
ქორწინების ჩაშლის შემდეგ ნინი საქართველოში ჩამოვიდა, დადიოდა ხმები, რომ ნინის ირაკლი არ უყვარდა და სწორედ ამიტომ დასრულდა ქორწინება 4 თვეში.
ირაკლი ამბობდა, რომ ნინის ოჯახის წევრები და მეგობრები მისადმი ცივ დამოკიდებულებას არ მალავდნენ. ლალი ბადურაშვილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნინი მოსკოვში მთელი დღე მარტო იყო სახლში, რადგან ირაკლი მისთვის დროს ვერ პოულობდა. ხალხის ნაწილი, იმასაც ამბობდა, რომ ქორწინება ანგარებით შედგა, თუმცა რეალურ მიზებზე არც ნინის და არც ირაკლის უსაუბრიათ.
2017 წელს ირაკლიმ მეორე ოჯახი შექმნა, მას უმშვენიერესი ცოლი და ერთი შვილი ჰყავს. ირინკა შინკარევა და პატარა გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.
ელენეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს დასთან და ირინკაც სიხარულით ხვდება მის ჩასვლას. შინკარევა გოგოების საერთო სურათებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
ირაკლი დღეს მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და თავის ბიზნეს უძღვება, დროდადრო კი საქართველოსაც სტუმრობს ხოლმე.