რატომ მალავს ქეთა თოფურიას ქმარი - ლევ დენგოვი, ნამდვილ სახელსა და გვარს და რას საქმიანობს ამჟამად

რატომ მალავს ქეთა თოფურიას ქმარი - ლევ დენგოვი, ნამდვილ სახელსა და გვარს და რას საქმიანობს ამჟამად
ყველაფერი დაიწყო 2019 წლის 8 ივნისს, მაშინ, როდესაც ბელარუსმა ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა მოსკოვში „Hilton“-ის სასტუმრო თავისი დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად დახურა, მომღერლის სახით კი რუსული პოპ-ჯგუფი „A-studio” მიიწვია. სწორედ იმ მომენტიდან ქეთა თოფურიასა და ლევის სიყვარულის ისტორია იწყება: ჯერ მიმოწერები და შეხვედრები, მალევე ზღვისპირა სანაპიროებზე დასვენება და 2020 წლის დასაწყისში უკვე საერთო შვილის მოლოდინი, ხოლო წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში ლევმა თავისი მომავალი შვილის დედას ხელი სთხოვა ვიწრო წრეში გამართულ ვახშამზე.
Как бывший поп-певец Лев Деньгов стал дипломатом и другом Кадырова | GQ  Russia
ვინ დაიპყრო სინამდვილეში ქეთას გული,
რას წარმოადგენს, რას საქმიანობს დენგოვი და რატომ მალავს რეალურ სახელს ახალგაზრდა ბიზნესმენი?

ლევ დენგოვი, სინამდვილეში პაველ გუზბანდი, დაიბადა ბელრუსის დედაქალაქ მინსკში. 14 წლამდე გერმანულენოვან გიმნაზიაში სწავლობდა. შემდგომ ოჯახმა გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც რუსულენოვან სკოლაში განაგრძო სწავლა. საერთაშორისო ურთიერთობებში სულ ახლახან გამოჩნდა, მაგრამ უკვე ხელმძღვანელობს რუსეთის საკომუნიკაციო ჯგუფს ლიბიის შიდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მისი ერთ-ერთი საქმიანობა ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს რუსეთის და ბელრუსის მოქალაქეების გათავისუფლებას უკავშირდება, ვინაიდან სამოქალაქო ომის პერიოდში ლიბიელი მეამბოხეები რამზან კადიროვთან მეგობრობას უფრო განამტკიცებდნენ, პაველი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობდა. 2015 წელს ლიბიაში რუსული ტანკერი შეიპყრეს, მეზღვაურების გასათავისუფლებლად კი საჭირო გახდა დიპლომატია, რაც პაველს დაევალა. სწორედ ამან განაპირობა ახალი ფსევდონიმის აღება და მოღვაწეობა ლევ დენგოვით. ასე დაიწყო ბელორუსმა ბიჭმა მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმართვის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის ბიზნესპროექტები აფრიკაში, ინდონეზიაში, ეკვატორულ გვინეაში, ადგილობრივსა და ევროპელ ლიდერებთან ნაცნობობა. აპრილში კომპანია Vigorous Alliance-მა ფილიპინებიდან რუსეთში ბანანების ექსპორტს მოაწერა ხელი, რომლის ინვესტიცია 577 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მმართველის, მერდან გურბანოვის პარტნიორად კი სწორედ პაველ გუზბანდი, იგივე ლევ დენგოვი დასახელდა.
ეს ამბავი ქეთა თოფურიას ქმარზე ბევრმა არ იცოდა…” – ნახეთ რა ამოუქექა  რუსულმა მედიამ ლევ დენგონს… | ბედნიერების
  • მართალია, რთული წარმოსადგენია შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ლევის დანახვა, თუმცა ის თავს აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს. როგორც ირკვევა, 2005 წელს A-studio-ს ჩამოყალიბების პარალელურად, მინსკში ახალი კოლექტივი «Арбат»-ი დაარსდა, რომლის მონაწილე 21 წლის პაველ გუზბანდი გახდა. ჯგუფის სუპერჰიტად სიმღერა „ცისფერთვალება“ იქცა, რომელიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა. სულ მალე პაველი მინსკის ესტრადის სექს-სიმბოლოც გახდა, თუმცა კოლექტივთან უთანხმოების გამო მალევე დატოვა ჯგუფი.

  • მუსიკალური კარიერის დასრულების შემდგომ გუზბანდმა განაგრძო მინსკში ძვირად ღირებულ წვეულებებზე სიარული, სამშენებლო კომპანიების ონლაინმაღაზიებისთვის სარეკლამო ბილბორდებზე გადაღებებში მონაწილეობა.

ორი ქორწინება

  • ქეთა თოფურიას გაცნობამდე გუზბანდი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. 2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის; მეორე მეუღლე კი მოდური წვეულებების მოყვარული - ირინა რაკი გახდა. მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა: 2015 წელს შეეძინათ გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა პაველის მოღალატეობრივ საქციელზე: „სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა. როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა ორივე და გაიქცა. ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში. ის საკმარისად უზრუნველყოფილი იყო და ეს პრობლემები სულაც არ სჭირდებოდა. მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“ - განაცხადა ლევის მეორე მეუღლემ.

Лев Деньгов с супругой Ириной Рак

  • 2020 წლის ნოემბერში 7 თვის ორსულ შეყვარებულს ქეთას, დენგოვმა ხელი სთხოვა ვიწრო წრეში, მეგობრულ ვახშამზე, სადაც მათი მეგობრებიც იყვნენ მიწვეულნი. ლევის პირადი გვერდი სოციალურ ქსელში დახურულია, მის გამომწერებში მხოლოდ ქეთას შვილი ოლივია გეიჰმანი და სამეგობრო წრეა თავმოყრილი. შეგახსენებთ, რომ წყვილი სულ მალე ბიჭის მშობლები გახდება. ახალგაზრდა ბიზნესმენმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო, რომლითაც გამომწერებსა და მეგობრებს ახალ წელს ულოცავს: "პოსტსაბჭოთა სივრცის მცხოვრებლებს ვულოცავ ახალ წელს! გისურვებთ სითბოს თქვენს კერაში, ჯანმრთელობას და სიბრძნეს, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ, 2021 წელმა კი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგისრულოთ!"

Keti Topuria s-a căsătorit cu Lev Dengov. Interpreta a optat pentru o  rochie de mireasă îndrăzneață (Foto) – ea.md

ასევე დაგაინტერესებთ: 

წყვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ იქორწინა და ქორწილი ვიწრო წრეში აღნიშნა.

იხილეთ ვიდეო კადრები ქორწილიდან და ორსული ქეთას ცეკვა.

ქეთას მდიდრული აგარაკი წყნეთში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
!!!
ბედნიერებას გისურვებ ქეთა. კარგი ადამიანი ხარ!
00:51 / 07-01-2021
გამოხმაურება / 0 /
nugzari
am tempit tu gaagrdzelebs male kofil sssr moicavs.
17:38 / 06-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93