იმ პერიოდში, სანამ ყველანი სახლში სპორტული სეტებით ვატარებთ დღეს, ჯეი ლო დროს არ კარგავს უქმად და თვითიზოლაციაში აქტიური ვარჯიშითა და სწორი კვების წესითაა დაკავებული.
საცურაო კოსტიუმების დემონსტრირების შემდეგ ჯერი გამოყვანილ, ნახევრად შეხსნილ კაბებზე დადგა. ლოპესის ლუქები და ჩაცმის სტილი ცალკე აღფრთოვანებას იმსახურება. Hustlers-ის ვარსკვლავი ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოში გამოყვანილ თეთრ კაბაში პოზირებს, რომელსაც საკმაოდ გულახდილი, ღრმა ჭრილები ამშვენებს. ვაღიაროთ, რომ ასეთი ლუქი გულგრილს არავის ტოვებს. ჯეი ლოს სტილისტმა რობ ზანგარდმა თავის პირად "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა ჯენიფერის ფოტო სექსუალურ კაბაში მაგიდაზე წარწერით: "ვბრუნდები საწოლში".
ყველასათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ლოპესი თამამ კაბებს არ უშინდება. მან თეთრ კაბაში გამოწყობილი ფოტო Maid in Manhattan-ში ბილბორდის დაჯილდოების აღსანიშნავად ნომინაციაში Women In Music ICON Award მოირგო.
"მადლობა!!! პრემია @Billboard Women In Music ICON! ვაუ!! ძალიან დიდი მადლობა ამ გულისამაჩუყებელი ჯილდოსთვის" - დაწერა მომღერალმა 'ინსტაგრამზე'. "ეს ჯილდო განსაკუთრებულია ჩემთვის, ვინაიდან ამ პერიოდში ჩვენი გარემოცვა ჩაკეტილ წრეს დაემსგავსა. თუკი ვინმეს ჩემი მუსიკა მშვენიერ მოგონებებს უღვიძებს, ამაზე დიდი ჯილდო მომღერლისთვის არ არსებობს."
ლოპესმა სულ ახლახან აღნიშნა თავისი პერსონალური თავის მოვლის ხაზი JLo Beauty-ს გამოსვლა ვირტუალური წვეულებით, სადაც პირდაპირი ეთერის დრო კანის მოვლის რუტინაც გააზიარა. მომღერალმა მოიშორა მაკიაჟი იმისათვის, რომ გამომწერებისთვის საკუთარი ბზინვარე და მოვლილი კანის დემონსტრირება მოეხდინა.