ხათუნა ჟორდანია შვილის, ნინი ქარსელაძის შესახებ საჯაროდ საუბრობს. მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ "ინსტაგრამსთორიში" ნინის რჩეულის სახელი და გვარი დაწერა, ხათუნამ გადაწყვიტა, კომენტარი გაეკეთებინა და სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა.
მისი თქმით, ნინი საზოგადოებისგან მალულად დაქორწინდა და ოჯახი ამ ამბავს იქამდე მალავდა, სადამდეც შეძლეს. ხათუნა მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის, თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.
"რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!!
ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია.
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ჰქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ ნინი ქარსელაძე და თაზო ჯახუტაშვილი", - წერს ხათუნა სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი შეყვარებული