ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას ოჯახური იდილია - ნახეთ როგორ ცხოვრობს მილიონერის ოჯახი

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას ოჯახური იდილია - ნახეთ როგორ ცხოვრობს მილიონერის ოჯახი
ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი და მილიონერი თორნიკე (თოშა) ქებურია სულ რამდენიმე წლის წინ შეუღლდნენ. მოდელსა და თოშას ულამაზესი ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი და თაფლობისთვე ჰქონდათ. საზოგადოება მათ ქორწილზე დიდი ხანი საუბრობდა. ახლა ქეთისა და თოშას ორი ულამაზესი შვილი ჰყავთ. ნახეთ, როგორია ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას ოჯახური იდილია.


თორნიკე, იგივე თოშა, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას შვილია და 33 წლის ასაკში Ambasador group-ის და ერთი ბიზნესკომპანიის მფლობელია.


თოშა მოსკოვში დაიბადა, 8 წელი პარიზში იცხოვრა და შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
ქებურია ოჯახურ ბიზნესში ბავშვობიდან იყო ჩართული და მოზრდილ ასაკში საქმიანობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი.


როგორც თბილისში ამბობდნენ, მილიონერი ბიზნესმენი ორი წელი მოდელ და მომღერალ ქრისტინე იმედაძეს ხვდებოდა. თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, თუმცა ბოლოს თოშამ და ქრისტინემ თავიანთი სიყვარული აღარ დამალეს.

ორწლიანი რომანი უეცრად, ყველასთვის მოულოდნელად დამთავრდა. როგორც ამბობდნენ, მათი დაშორება თოშას მამის გადაწყვეტილება იყო, თუმცა წყვილს დაშორების მიზეზზე არ უსაუბრია.


თოშას ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა უმშვენიერესი მოდელი ქეთი ჟღენტი და საზოგადოებამ ქეთისა და თოშას ნიშნობაზეც შეიტყო. თოშამ ქეთის ხელი პარიზში სთხოვა. 

წყვილს ჯერ ნიშნობა ჰქონდა. როდესაც პირველი შვილი, გოგო კატერინა შეეძინათ, ქეთიმ და თოშამ კაჭრეთის "ამბასადორში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, სადაც ასობით ადამიანმა ორი დღე ზღაპრული დასვენება მოიწყო.


ქორწილში რუსმა მომღერალმა და რეპერმა "ტიმატიმ" და თეონა კონტრიძემ იმღერეს. ქორწილს თვეების კატერინაც ესწრებოდა.


ერთ წელში ქეთის მეორე შვილი, ბიჭი ბუბა შეეძინა. ახლა ჟღენტი-ქებურიას ორი შვილი, ბუბა და კატერინა ჰყავს.


ქეთი კარანტინის პერიოდს კაჭრეთის "ამბასადორში" ატარებდა. ახლა ის და თოშა მოსკოვში არიან.


საზოგადოება ხშარად საუბრობს ქეთის განათლებაზე. ქეთიმ წარმატებით დაამთავრა კერძო სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. მოდელი კვლავ სტუდენტია.


ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93