ია ფარულავამ ტარიელ სუარისა და ტარიელის დედის, მზიას დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ტარიელს და დედამისს ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე.
იამ ტარიელის დედას საჩუქარი აჩუქა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც დაწერა "ინსტაგრამსთორიში".
იას თქმით, ტარიელი სამაგალითო შვილია. "5 წლის წინ, მზიას დაემართა ინსულტი და თავის ტვინის გლიომა. 3 ოპერაცია დასჭირდა, ტრეპენცია გაუკეთეს და ის, რომ დღეს მზია ცოცხალია, არის ტარიელის დამსახურება", - წერს ია.
მისივე თქმით, ტარიელი იმდენად უფრთხილდება დედას, რომ ტკბილეულს ხშირად არ აჭმევს. ტარიელი აღნიშნავს, რომ ასე იმიტომ იქცევა, "დედამ რომ დიდხანს იცოცხლოს".