მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს რომ უამრავი გამომწერი ჰყავს ეს ახალი ამბავი არ არის.
მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მას მუდმივად აკრიტიკებენ, ან ცდილობენ, რომ რამე ისეთი მოუძებნონ, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ამჯერად შორენას ჯდომის მანერა დაუწუნეს. „ეს რა მანერაა ჯდომის“- წერს ერთ-ერთი გამომწერი.
მსგავს კომენტარებს ყოველთვის მოჰყვება პასუხები სხვა გამომწერების მხრიდან, რომლებიც შორენას იცავენ. ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა პასუხმა და ქალბატონებმა ხსენებულ კომენტარს შემდეგი სიტყვებით უპასუხეს: „რა გიკვირთ, ეს დახვეწილი მანერაა“.
ბოლო დროს შორენას მიმართ დაინტერესება გაორმაგებულია, რადგან მას გადაცემა „შორენას ეფექტი მიჰყავს“, რომლის მაყურებელიც არაერთი ქალბატონია.
მას ხშირად აცვია დახვეწილი, კლასიკური, ე.წ პომპეზური კაბები, რის გამოც ერთი მხრივ აკრიტიკებენ, მეორე მხრივ კი დადებითად აფასებენ.
ყველაზე დიდი მოწონება მის „ინსტაგრამზე“ თეთრ კაბაში გადაღებულმა საახალწლო ფოტოებმა დაიმსახურა, რასაც ძირითადად დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.