
ახალგაზრდა დედამ ბავშვის სახე არ გამოაჩინა. ფოტოზე პასტელური მწვანე შარვალი ჩანს, რომელიც ქეთამ პატარას დაბადებამდე უყიდა. ყველასათვის საყვარელმა ვარსკვლავმა
"რა ლამაზი სახელია, გაიზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერი", "მშვენიერი თარიღია", "მოუთმენლად ველით ბავშვის სახეს", ადამიკო ნამდვილად მშვენიერ დღეს გაჩნდა", "ბედნიერება თქვენს ოჯახს" - ულოცავენ მომღერალს პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქეთამ ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან გოგონა -ოლივია გააჩინა. ქორწინება 4 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა.
2019 წელს ქეთამ ურთიერთობა დაიწყო დიპლომატ ლევ დენგოვთან, შემოდგომაზე კი წყვილმა ნიშნობა ვიწრო წრეში გადაიხადა.

მომღერალი ორსულის დროსაც აქტიურად განაგრძობდა მუშაობას. როგორც ჩანს, დეკრეტშიც დიდხანს არ გაჩერდება.
"მარაოს" რედაქცია უერთდება მილოცვებს.