ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ორი დღის წინ ჯვარი დაიწერეს და ვიწრო წრეში ქორწილიც გადაიხადეს.
სოციალურ ქსელში მათი ჯვრისწერისა და სახლში გადახდილი ქორწილის ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ რამდენი ცნობილი სახე ესწრებოდა მათ შეუღლებას. მათ შორის არიან ნოე სულაბერიძე და ანრი ჯოხაძე, რომლებიც მეჯვარეები იყვნენ. ასევე, ანდრია გველესიანი და მისი მეუღლე მაიკო ვაწაძე, თათული ედიშერაშვილი, კრისტი ყიფშიძე, ნინი ბადურაშვილი, რუსკა ქარქაშაძე და სხვები.
გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის "ინსტაგრამ სთორებიდან" ირკვევა, რომ ახლად შეუღლებული წყვილი თაფლობის თვეს ბორჯომში ატარებს.