ირინა შეიკი იშვიათად დებს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრების ფოტოებს. ამიტომ მისი გამომწერებიც არ არიან მიჩვეულები იმ იუმორისტულ ტონს, რომელიც თურმე მის ოჯახშია მიღებული.
სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს თავისი დედის თუ უფროსი დის ფოტოებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, თუმცა ხშირად სტუმრობენ ირინას. ბოლო პერიოდში დედამისი ოლგა შაიხლისლამოვა დიდ დროს ატარებს ირინასთან და ქალიშვილის აღზრდაშიც ეხმარება. ცოტა ხნის წინ მას დაბადების დღე ჰქონდა და ირინამ "ინსტაგრამზე" რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფოტოებს შორის აღმოჩნდა კადრი, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ამ ერთი შეხედვით მხიარულ ოჯახურ კადრს ნამდვილი სკანდალი მოჰყვა. კომენტარებში ირინას აკრიტიკებენ მსგავსი ფოტოს გამოქვეყნების გამო. "რატომ გიდევთ ფეხი დედაზე?", "რატომ ამცირებთ? ეს რა ჟესტია?", "ნუ დასცინით, ის ხომ დედაა!" - წერენ კომენტარებში.
იხილეთ სრულად