თუმცა არ წყდება საუბარი იმაზე, რომ მომღერალს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული და ამას მალავს.
ერთი კვირის წინ ჯეილომ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ჯეილო ბიუთის" ხაზის ნიღაბს უკეთებდა რეკლამას. მისმა გამომწერმა დაუწერა, რომ მომღერალს სახეზე, კერძოდ კი, შუბლზე, ბოტოქსი ეტყობა. მიმიკური მოძრაობისას შუბლი გაშეშებულია. მისივე თქმით, ბოტოქსი მომღერალს ძალიან
გამომწერს თავად ჯეილომ უპასუხა:
„ეს ჩემი ბუნებრივი სახეა. კმარა ჩემი ტყუილში დადანაშაულება. უკვე მემილიონედ ვამბობ, რომ არც ბოტოქსი გამიკეთებია და არც პლასტიკური ოპერაცია.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ნუ დახარჯავთ დროს იმაში, რომ სხვები დაამციროთ. ეს ყველაფერი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“, - აღნიშნა მომღერალმა.
