ვიდეოში ჩანს ყვავილების უამრავი და უმშვენიერესი სახეობის თაიგული, რომელიც მთელ სახლს ალამაზებს.
"სახლი" - დაასათაურა ქეთამ ვიდეო. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გაახარა.
ქეთამ ერთი კვირის წინ ვაჟი - ადამი ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან, ლევ დენგოვისგან გააჩინა. წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა.
ქეთას ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში შეეძინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მისი ვაჟი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა – 2021 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. როგორც ჩანს, მომღერალი ადამს დაბადების პირველივე წუთებიდან საკუთარ შემოქმედებას აცნობს.
"დედიკოს სიმღერები უყვარს" - როგორ ართობს ქეთა თოფურია თავის ახალშობილ ვაჟს (ვიდეო)