მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „ინსტაგრამ სთორიში“ უსაყვარლესი ლეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ოჯახის ახალი წევრი - ლეონი გააცნო.
რამდენიმე თვეა, რაც სოფო ნიჟარაძემ საყვარელი მამაკაცისგან ქალიშვილი: ელის-მარია გააჩინა. მომღერალი ოჯახით ამერიკაში ცხოვრობს და შვილის ფოტოებს საგულდაგულოდ მალავს. ასევე უცნობია, მამის ვინაობაც. ამის გამო, მის მიმართ საზოგადოების ინტერესმა უფრო იმატა.
როგორც ცნობილია, მომღერალი 35 წლის ასაკში ამერიკაში ფეხმძიმე გაემგზავრა და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობს.
<div></div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>