მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის წინ ახალი ფოტოები გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დაბადების დღე ერთ-ერთ ყველაზე ჯადოსნურ ადგილას, დუბაიში აღნიშნა. მომღერალი "საოცრებათა ბაღშიც" იმყოფებოდა, სადაც ბევრი ლამაზი ფოტო გადაიღო.
ერთ-ერთი ახალი ფოტოს აღწერაში ისიც თქვა, რომ მას სასწაულების ნამდვილად სწამს.
ნუცამ ორიგინალური საჩუქრები მიიღო და საოცარ ემოციებში იყო.
მას ორი სხვადასხვა სტილის კლასიკური კაბა ეცვა, რომლებიც გამომწერებს ძალიან მოეწონათ. როგორც ჩანს, განსაკუთრებულად ატლასის კაბა მოეწონათ, რომელიც ნუცას "საოცრებათა ბაღში" სეირნობის დროს ეცვა.
მომღერალი მშვენიერ ფორმაშია და ცდილობს, რომ დატკბეს იმ ყველაფრით რასაც მას ცხოვრება აძლევს.