ონკოლოგი, ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე ცნობილი ინტერნეტვიდეოებით გახდა და საზოგადოებას მალევე შეაყვარა თავი. გიორგი ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვიეს და პირადი შეკითხვები დაუსვეს.
როგორც ჩანს, გიორგის სიყვარულზე საუბარი არ სურდა, თუმცა ჟურნალისტის განმეორებითი კითხვების შემდეგ თქვა, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ შეყვარებული ჰყავდა და დაშორდა. გიორგის თქმით, დაშორების მიზეზი უყურადღებობა იყო, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო შეყვარებულს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა.
"ამ დროს არ უნდა ელოდო, რომ ვინმეს ისევ ეყვარები", - თქვა გიორგიმ.
მისივე თქმით, პაემანი ჰქონია ძალიან ლამაზ ქალთანაც, მაგრამ სინამდვილეში მთავარი არის, რომ წყვილს ერთმანეთის ესმოდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ღოღობერიძე დედაზე ისტორიას აქვეყნებს - "რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს?"