მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მისი რჩეულის, მარიტა მელიქიშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. წყვილი განსაკუთრებით შეიყვარეს და მუდმივად ადევნებენ თვალს მათ ყოველდღიურ სიახლეებს. გიორგი და მარიტაც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობენ და საკუთარ გამომწერებს ხშირად ანებივრებენ კითხვებზე პასუხების გაცემით. ამჯერად გიორგიმ გადაწყვიტა, რომ პირადული შეკითხვებისთვის ეპასუხა.
გიორგიმ უპასუხა ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: ვინაა შენთვის მარიტა? რამდენ ხანში მიხვდი, რომ გიყვარდა? პირველი შვილი გოგო გინდა თუ ბიჭი? და ა.შ. იხილეთ ვიდეო და ნახეთ, რას პასუხობს გიორგი.