ულამაზესი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დუბაიში გაფრინდა და მეგობართან ერთად ისვენებს. სოციალურ ქსელში მომღერალი დასვენების საოცარ ფოტოებს აქვეყნებს და დუბაის სხვადასხვა რესტორანსა თუ ლაუნჯს სტუმრობს.
ნახეთ ნუცა ბუზალაძის ზღაპრული დასვენების სურათები დუბაიდან
ნუცა დუბაის ულამაზეს ადგილებს ათვალიერებს და თავის გამომწერებს დასვენების ზღაპრული ფოტოებით ანებივრებს. ნაცრისფერ კაბაში გამოწყობილი მომღერალი დუბაის 4-ვარსკვლავიან რესტორანში იყო. რესტორანი "The GALLIARD" დუბაიში ერთ-ერთი ცნობილი ადგილია.
ნუცა დუბაიში დასვენებასთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს და სწორად იკვებება. არც ვარჯიშის ფოტოებს მალავს ის და სოციალურ ქსელში თავისი დღის წესრიგის შესახებ "ინსტაგრამ სთორების" მეშვეობით გამომწერებს უყვება.
ულამაზესი მომღერალი ეს ბოლო პერიოდია საოცარ ფორმაშია. გახდა, აქტიურად დაიწყო ვარჯიში და ამას მისი გულშემატკივრებიც აღნიშნავენ.
ნუცა დუბაიში საკუთარი დაბადების დღისთვის გაფრინდა და მას შემდეგ დროს შესანიშნავად ატარებს.
ამ ბოლო დროს მომღერალი "ტიკ-ტოკსა" და "ინსტაგრამზე" ყოფილ ურთიერთობებზე სახალისო ვიდეოებს ავრცელებს. ნუცას გულშემატკივრებისა და გამომწერების აზრით, მომღერალი შეყვარებულს დაშორდა და ამ სიახლეს არ მალავს, თუმცა ნუცას თავის ურთიერთობაზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია.
წითელ კაბაში გამოწყობილი მომღერალი დუბაის ერთ-ერთ პრესტიჟულ ლაუნჯშია. "Iris Meydan" 4,3-ვარსკვლავიანი ღამის კლუბია, რომელსაც დუბაის ცნობილი საზოგადოება ხშირად სტუმრობს.