ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი დუბაიში ისვენებს. ნინი, სხვა ქართველი სელებრითების მსგავსად, დუბაის ძვირად ღირებულ და პრესტიჟულ ადგილებს სტუმრობს, თუმცა "ინსტაგრამსთორიში" ბევრ დეტალს უცნობს ტოვებს. ცნობილია, რომ ნინის შეყვარებული ჰყავს, თუმცა მოდელი მის გამოჩენას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
მოდელი სულ რამდენიმე დღეა დუბაის ესტუმრა და საოცარი დასვენების სურათებს ავრცელებს, თუმცა უცნობია, ვინ არის ნინისთან ერთად, რადგან გოგიჩა "ინსტაგრამ სთორიზე" საყვარელ მამაკაცს არ აჩენს. ნინის გამომწერები ვარაუდობენ, რომ გოგიჩა დასასვენებლად მარტო არ წასულა და ის თავის რჩეულს ჯერ საზოგადოებას არ აჩვენებს.
ნინიმ "ინსტაგრამ სთორიზე" გამომწერებს მიანიშნა, რომ მარტო ნამდვილად არ არის და წყვილისა და გულის ემოციები ფოტოზე მიახატა.
ნინი და მისი რჩეული დუბაის პრესტიჟულ იაპონურ რესტორანს სტუმრობენ, "Clap Dubai" 3.9-ვარკვლავიანი იაპონური რესტორანია.