ტელესახემ და გადაცემა "პროფილის" ავტორმა მაია ასათიანმა იმიჯი შეიცვალა: თმა შავად შეიღება და მოკლედ შეიჭრა.
ფოტო და ვიდეოკადრებს მაია "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.
ტელესახის განახლებულ იმიჯს მისი გამომწერები პოზიტიურად შეხვდნენ.
"ძალიან ლამაზი ხარ", "ყველაზე საყვარელი ქალბატონი", - წერენ მაიას გამომწერები.
რატომ გადაწყვიტა მაიამ ასეთი მკვეთრი ცვლილება, უცნობია, თუმცა, როგორც მისი გამომწერები ამბობენ, მაია ძლიერი ქალია და იმიჯის შეცვლაც არ გაუჭირდა. ტელესახის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მაია მათთვის მოტივატორი და ძლიერი, შემდგარი ქალის ეტალონია.