ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ "ინსტაგრამ სთორებს" პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
ქეთის რჩეული ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დავით კაჭარავაა.
წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ისინი გარკვეული დროით დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ. როდესაც დავით კაჭარავა „ქართული ოცნების” სიაში მოხვდა, ქეთიმ მის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ამჟამად დუმილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას დაარღვია.
<div></div>
ტანმოვარჯიშის თქმით, ურთიერთობის დეტალებს საიდუმლოდ დატოვებს, თუმცა, მისივე თქმით, წყვილი ერთად კარგად გრძნობს თავს.რაც შეეხება დავით კაჭარავას პოლიტიკაში წასვლას, ქეთის თქმით, დავითს ძალიან შესტკივა გული საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. „ვინ რას წერს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი არჩევანი აქვს“, - აღნიშნავს ქეთი ხატიაშვილი.
პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ იმ დროს მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა და წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა.<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>